• Ƀ/$

გაზიფიცირებულ აბონენტთა რაოდენობა 1.3 მლნ-მდე გაიზრდება

16 აგვისტო 13:51 | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი იმერეთში იმყოფება, სადაც ზესტაფონისა და თერჯოლის  მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ხვდება. ნათია თურნავა სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნობა. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიაში გაზიფიცირების სამუშაოები 16 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დასრულდება. სულ გაზიფიცირდება 158 კომლი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 60 ათასი ლარია.


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისიდან მიმდინარეობს  და  სექტემბერში დასრულდება. საერთო ჯამში, გაზიფიცირდება 39 ოჯახი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 64 ათასი ლარია.


რაც შეეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდეს, აქაც  მიმდინარე წლის ივლისში  დაიწყო გაზიფიცირება  და სექტემბერში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით სარგებლობას შეძლებს 215 კომლი. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 384 ათას ლარს შეადგენს.


2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება. 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1.3 მლნ - ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია.


მსგავს თემაზე:

მაღალმთიან აჭარაში დამატებით 15 200 აბონენტი გაზიფიცირდება


გაზიფიცირების მაჩვენებელი 85%-მდე გაიზრდება


უკრაინამ რუსული გაზის შემცვლელი იპოვა


კურორტები გოდერძი და ბეშუმი ბუნებრივი გაზით მომარაგდება



სხვა სიახლეები