• Ƀ/$

მამუკა ხაზარაძე: ჩემი სახელით იქმნება ყალბი გვერდები და ვრცელდება დეზინფორმაცია

17 აგვისტო 14:46 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც ფეიკ ნიუსებზე საუბრობს და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას სთხოვს დაეყრდნონ მხოლოდ მის ოფიციალურ გვერდს.

"ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ფეიკ ნიუსები, ეგრეთ წოდებული ტროლებ-ბოტებია. ცნობილია, რომ ამის უკან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სპეცსამსახურებიც დგანან. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს არ იძიებენ , რაც ბუნებრივად იწვევს ეჭვს მსგავს ქმედებებზე ხელის დაფარების შესახებ.


უკვე ვრცელდება ვითომდა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა შინაარსით. იქმნება ყალბი გვერდები და ვრცელდება დეზინფორმაცია.


იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს.


#ძირსსიყალბე!


ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისაგან"


ხაზარაძეს საზოგადოებრივი მოძრაობის "ღირსეული საქართველოსთვის" დაფუძნება სექტემბერში აქვს დაგეგმილი. მას ამ დროისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით სპეციალური ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აკრძალული აქვს.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძემ TBC bank-ში დირექტორთა საბჭოც დატოვა


მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700 -700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ


მამუკა ხაზარაძე: გივი რაზმაძეს 1 თვეში ახალი სახლი ექნება



სხვა სიახლეები