• Ƀ/$

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა 2019 წელს დასრულდება

17 აგვისტო 15:07 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, წელს დასრულდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.  

მამუკა ბახტაძე წეროვანში სარეაბიულიტაციო ცენტრში სამხედროებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.


„წეროვანში შენდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაიჭრნენ. ეს იქნება მსგავსი სტანდარტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი ჩვენს რეგიონში და მსურს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ჩვენ ამ ცენტრის მშენებლობა შარშან ზაფხულში დავაანონსეთ და ის წლის ბოლომდე დასრულდება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასევე გაგრძელდება ყველა იმ პროექტზე მუშაობა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმა.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს უკვე დასრულდება ბინათმშენებლობის პროცესი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე ჯერ კიდევ 2007 წელს აიღო”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მსგავს თემაზე:

მაიკ პომპეო: ჩვენ ვამაყობთ საქართველოს სამხედრო მხარდაჭერით


მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანი რეგიონების თანაბრად განვითარებაა



სხვა სიახლეები