• Ƀ/$

Fitch-მა საქართველოს რეიტინგი BB დონეზე შეუნარჩუნა

19 აგვისტო 19:19 | ფინანსები

საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB სტაბილურ დონეზე შეუნარჩუნა.

Fitch-ი საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს, რაც რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. Fitch-ი მიესალმება მცურავ გაცვლით კურსთან ერთად საერთაშორისო რეზერვების ზრდას, რაც, ერთი მხრივ, სარეზერვო მოთხოვნების გაზრდამ და მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სავალუტო ინტერვენციებმა განაპირობა, რის შედეგადაც რეზერვების ზრდა 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.


მსგავს თემაზე:

Fitch-მა თურქეთის რეიტინგი შეამცირა


ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო TOP 50 ქვეყანას შორის მოხვდა



სხვა სიახლეები