• Ƀ/$

როგორ ფართოვდებოდა აშშ? ვაშინგტონმა ინდოეთზე დიდი ტერიტორია - $465 მლნ-დ შეიძინა

21 აგვისტო 12:20 | ანალიტიკა

გრენლანდიის მიყიდვაზე უარის მიღების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სექტემბერში დაგეგმილი დანიაში ვიზიტი გაურკვეველი ვადით გადადო.

ინფრორმაცია იმის შესახებ რომ ტრამპს გრენლანდიის ყიდვა სურდა პირველად Wall Street Journal-მა გაავრცელა, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც დაადასტურა.


დანიაში ამ ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ და არასაპირველაპრილო ხუმრობა უწოდეს. პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა იდეას აბსურდული უწოდა.


გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია, მისი ფართობი 2.17 მლნ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, რაც უფრო მეტია ვიდრე 270 მლნ-იანი ინდონეზიისა და 168 მლნ-იანი ბანგლადეში ფართობი ერთად, თუმცა კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 56 000 ადამიანს შეადგენს ეს კი თავის მხრივ გლდანის მოსახლეობაზე 6-ჯერ ნაკლებია.


კუნძული თავდაპირველად ნორვეგიის საკუთრება იყო, მაგრამ 1814 წლიდან ის დანიის მფლობელობაში გადავიდა. 1979 წელს გრენლანდიას ფართო ავტონომია მიენიჭა, რასაც 2009 წელს კიდევ უფრო მასთაბური სახე მიეცა.


აშშ-ისთვის ტერიტორიის ყიდვა უცხო არ არის. ქვეყნის მეორე პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა 1803 წელს ნაპოლეონისგან პრაქტიკულად გრენლანდიის ზომის - 2.14 მლნ კვადრატული კილომეტრი, ლუიზიანა შეისყიდა. დღეს ამ ტერიტორიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ 17 შტატია მოქცეული. ტრანზაქციის ღირებულებამ  $15 მლნ შეადგინა, რაც დღევანდელი კურსით მხოლოდ $340 მლნ-ა.


ჯონ ადამსზე უფრო სარფიანი გარიგება აშშ-ის 17-ე პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა რუსეთთან დადო, რომელმაც 1867 წელს რუსეთის იმპერატორ ალეხსანდრე II-სგან 1.71 მლნ კვადრატული კილომეტრის ფართობის ალასკა $7.2 მლნ-დ შეიძინა, დღეს ეს თანხა მხოლოდ $125 მლნ იქნებოდა. გამოდის რომ 3.84 მლნ კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია შეერთებულმა შტატებმა დღევანდელი კურსით სულ რაღაც $465 მლნ-დ შეიძინა. ეს ინდოეთზე დიდი ტერიტორიაა და მას ფართობით მოხოლდ 6 სახელმწიფო: რუსეთი, კანადა, ჩინეთი, თავად აშშ, ბრაზილია და ავსტრალია აღემატება.


XX საუკუნეში ტერიტორიები გაძვირდა და მცირე ზომის 346 კვადრატული კილომეტრის ფართობის ვირჯინიის კუნძულები აშშ-ს $25 მლნ (დღევანდელი კურსით $501 მლნ) დაუჯდა. 28-ე პრეზიდენტმა უდრო ვილსონმა ის დანიისგან შეისყიდა.


ტრამპის მცდელობა გრენლანდიის შესყიდვის შესახებ პირველი არ არის, ის 33-ე პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმაც სცადა, თუმცა მანაც უარი მიიღო.


მსგავს თემაზე:

ტრამპი მილიონობით მიგრანტს ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა


ტრამპმა თურქეთისთვის F35-ების გადაცემა საბოლოოდ დაბლოკა


აშშ და ევროპა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ალტერნატივას განიხილავენ


აშშ-ში კოსმოსური ტურიზმის განახლებული ცენტრი წარადგინეს



სხვა სიახლეები