• Ƀ/$

რუსეთის G8-ში დაბრუნების შესაძლებლობები და საფრთხეები

21 აგვისტო 18:33 | ანალიტიკა

დიდი შვიდიანი იგივე G7 დიდ რვიანად 1997 წელს რუსეთის დამატების შემდეგ გრარდაიქმნა, რომელსაც სტატუსი 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო შეუჩერეს, თუმცა გაერთიანება 2020 წელს შესაძლოა ისევ G8-დ იქცეს.

დიდი შვიადიანი 1973 წელს დაარსდა, მასში გაწევრიანებულები არიან: აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია და იაპონია. გაერთიანება მეტწილად არაფორმალურია, ნატოს, ეუთოს, გაეროს ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მსგავსად მას არ გააჩნია სათაო ოფისი, სამდივნო და რაიმე წესდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სახელმწიფოების პირველი პირების შეხვედრაზე გადაწყვეტილებებს არ იღებენ.


ის რომ გაერთიანებაში არ შედის უშიშროების საბჭოს წევრი, ეკონომიკით მეორე და შეიარაღებული ძალების სიძლიერით მესამე სახელმწიფო ჩინეთი, მსგავსად ტექნოლოგიური კორეისა შეიძლება მისი შექმნის თარიღით აიხსნას.


რუსეთის დაბრუნებაზე აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები თანხმდებიან და სავარაუდოდ არც სხვა სახელმწიფოს ლიდერები გასწევენ დიდ წინააღმდეგობას. ცნობილია, რომ იტალიისა და გერმანიის პირველი პირები ბევრად უფრო ლოიალურად არიან განწყობილნი პუტინის მიმართ ვიდრე ტრამპი და მაკრონი.


რა შეიძლება მოხდეს რუსეთისთვის სტატუსის აღდგენით? ოფიციალურად არაფერი რადგან გაერთიანება მინც არაფორმალურია, მაგრამ როგორც წარსული გამოცდილება ცხადყოფს რუსეთთან მოლაპარაკებას და განსაკუთრებით დათმობას ყოველთვის უკუშედეგი მოაქვს. რაიმეს მტკიცებოთ ფორმაში საუბარი შეუძლებელია, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვისთვის ეს შეიძლება გახდეს დამატებითი სტიმული საქართველოსა და უკრაინაში სიტუაციის გამწვავების ან სულაც კონფლიქტის ახალი კერების გაჩენის ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე სხვა რესპულიკაში ბალტიის ქვეყნების გარდა. 


რუსეთი მაშინ უფრო მეტად აგრესიულია როდესაც ძლიერია. 1979 წელს მოსკოვის ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ავღანეთში შეიჭრა. 2008 წელს, მაშინ როცა დოლარი 23 რუბლი ღირდა ნავთობი კი $140, საქართველოს დაესხა თავს. კიდევ ერთი, ამჯერად უკვე სოჭის ზამთრის ოლიმპიადის წელს სამიზნე უკრაინა აღმოჩნდა.


მსგავს თემაზე:

დონალდ ტრამპი G7-ის წევრებს დაუბეგრავი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს


აშშ G7-ს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს


11 წელი აგვისტოს ომიდან - მიზეზები და შედეგები


რუსეთში ხანძრის შედეგად 1 650 000 000-ზე მეტი ხე დაიწვა



სხვა სიახლეები