„ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ პორტი საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას აღმოუჩენს იმ შემთხვევაში, თუ, ღმერთმა ნუ ქნას და, ქვეყანაში სერიოზული დაძაბულობა მოხდება. როგორც 2008 წელს ვნახეთ, საქართველო მუხლი 5-ის გარანტიით არ სარგებლობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ განახორციელებს სამხედრო მოქმედებას საქართველოში, ნატო მას ადგილზე ჯარის გამოგზავნით უპასუხებს. თუმცა, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობდა საქართველოში მასალების შემოტანისა და რუსეთისთვის დაშინების სიგნალის გაგზავნის საჭიროება. ფოთის პორტზე დაყრდნობა ლოჯისტიკური თვალსაზრისით გამოწვევას წარმოადგენდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი სანაპირო დაცვის ნავები ჩაძირა. თუმცა, ისეთი დიდი პორტის საშუალებით, როგორიც ანაკლიაა, ნატო-ს ლოჯისტიკური საშუალებები გაცილებით ფართოვდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიის პორტი შეასუსტებს რუსეთის ეკონომიკურ ზეგავლენასა და საქართველოს კონტროლის უნარს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისიც რუსეთს ყველაზე მეტად ეშინია. ვფიქრობ, რომ თუკი ანაკლიაში აშშ და ნატო რეგულარულად იქნებიან წარმოდგენილი, რუსეთი, რასაკვირველია, ამასაც დაუპირისპირდება, თუმცა რუსეთისთვის ყველაზე დიდი სტრატეგიული გამოწვევა ანაკლიის პორტის წყალობით საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური კავშირების ზრდის შესაძლებლობაა“- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ
მსგავს თემაზე:
ანაკლიის პროექტის დასრულების ვადა 2022 წლის ივნისით განისაზღრა
ანაკლიის პროექტს აშშ მხარს უჭერს
ანაკლიის პორტის პოტენციალით უზბეკეთიც ინტერესდება