• Ƀ/$

80 წელი ევროპის განაწილებიდან - 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი დაიდო

23 აგვისტო 14:17 | ანალიტიკა

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადებიდან 80 წელი გავიდა. გერმანულ-რუსულმა შეთანხმებამ ევროპა შუაზე გაყო და მეორე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქარა.

1939 წელს მესამე რაიხი უკვე აღარ იყო ომში დამარცხებული და სიღარიბეში ჩამხრჩვალი სახელმწიფო. ჰიტლერმა რეპრესიების პარალელურად საოცარი ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციაც მოახდინა. სულ რაღაც 6 წელიწადში აღმოიფხვრა ინფლაცია, უმუშევრობა 5-ჯერ შემცირდა, ქვეყნის საზღვრები კი ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ხარჯზე გაფართოვდა. მაგრამ ჰიტლერის ამბიციები ბევრად უფრო დიდი იყო, უკეთეს შემთხვევაში მას მთელი მსოფლიოს, მაგრამ როგორც მინიმუმ მთელი ევროპის დაპყრობა სურდა. ამ მიზნის მისაღწევად კი პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ყველაზე დიდი მოწინააღმდეგესთან დროებითი ზავი სჭირდებოდა.


იმავე პერიოდში საბჭოთა კავშირი ტერიტორიით პირველ და მოსახლეობით მეოთხე სახელმწიფოს წარმოადგენდა, თუმცა იგივეს თქმა არ შეიძლებოდა არც ეკონომიკაზე და არც სამხედრო სიძლიერეზე. მიუხედავად ამისა მსოფლიოზე გაბატონებას, ან სულ მცირე ატლანტიკის ოკეანემდე გასვლას სტალინიც გეგმავდა. დროებითი მშვიდობა მასაც სჭირდებოდა.


23 აგვისტოს მოსკოვში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა „თავდაუსხმელობის პაქტი“ დადეს, რომლის საიდუმლო მუხლები ევროპის განაწილებას გულისხმობდა. კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილი სსრკ-ს ერგო, დასავლეთი მესამე რაიხს. ხელშეკრულებიდა 9 დღეში, 1-ელ სექტემბერს დიდი ომი დაიწყო. გერმანიამ პოლონეთს დასავლეთიდან დაარტყა. 17 დღეში პოლონეთში საბჭოთა კავშირიც შეიჭრა, ეს უკანასკნელი აღმოსავლეთიდან. 1940 წელს საბჭოთ კავშირის შემადგენლობაში გადავიდა ბალტიის სამივე რესპუბლიკა.


მყიფე მშვიდობამ 2 წელიც ვერ გაძლო, 1941 წლის 22 ივნისს გერმანიამ საბჭოთა კავშირს დაარტყა. რადგან თავდასხმისთვის თავას მოსკოვიც ემზადებოდა პირველი რამდენიმე თვე საბჭოთა იმპერიისთვის კატასტროფული აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ „გენერალი ზამთრის“ ტერიტორიული სიდიდის, ლენდ ლიზის პროგრამის (დღევანდელი კურსით $165 მლრდ-იანი დახმარება) და უმკაცრესი დისცპლინის დახმარებით  სტალინმა სიტუაციის შემობრუნება შეძლო.


პაქტის დადებიდან 50 წლის შემდეგ, 1989 წლის 23 აგვისტოს ბალტიის სამივე რესპუიბლიკაში, რიგის გავლით, ვილნიუსიდან ტალინამდე, ცოცხალი ჯაჭვი 675 კილომეტრზე გადაიჭიმა. დემონსტრათა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დღეს სამივე რესპუბლიკა ნატოსა და ევროკავშირის წევრია. სამივე მათგანში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე რუსეთისას აღემატება.



2009 წელს, ევროპარლამენტმა 23 აგვისტო ნაციზმისა და სტალინიზმის ხსოვნის დღედ გამოაცხადა.


მსგავს თემაზე:

11 წელი აგვისტოს ომიდან - მიზეზები და შედეგები


28 წელი ყველაზე წარმატებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, ესტონეთის დამოუკიდებლობიდან



სხვა სიახლეები