• Ƀ/$

ჩინეთის საპასუხო ზომებმა დოლარი და ნავთობი გააიაფა

23 აგვისტო 17:16 | ეკონომიკა

ჩინეთი აშშ–დან წელიწადში $75 მლრდ–ის პროდუქციაზე საპასუხო გადასახადს აწესებს. ასეთი გადაწყვეტილება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ტარიფების საკითხთა კომიტეტმა მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი ამერიკულ საქონელ დამატებით 10% და 5%–ით დაბეგრავს.


5 078 დასახელებაზე მოსაკრებელი ძალაში, შესაბამისად, 1–ელ სექტემბერს და 15 დეკემბერს შევა. სწორედ ამავე დღეებში შედის ძალაში აშშ–ის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ $300 მლრდ–ის ღირებულების საქონელზე 10%–იანი დაბეგვრა.


ამ სიახლეების ფონზე ეტალონური მარკების ნავთობის ფასი მსოფლიო ბირჟებზე ვარდნაში წავიდა.


Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე დღეს 2,19%–ით გაიაფდა და ოქტომბრის ფიუჩერსების ღირებულება ბარელზე $58,61 ნიშნულზე ფიქსირდება.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 2,58%–ით დავარდა და ერთი ბარელის ფასი, ოქტომბერში მიწოდების პირობით, $53,92–ს შეადგენს.


სხვა სიახლეები