• Ƀ/$

ტოკიოს ბიბლიოთეკებში წელიწადში 112 მლნ წიგნს კითხულობენ

23 აგვისტო 17:56 | ანალიტიკა

ციფრული ეპოქის დადგომის მიუხედავად წიგნს თავისი მნიშვნელობა მაინც არ დაუკარგავს. ქალაქები არქიტექტურული შედევრების გარდა ბიბლიოთეკებში წიგნების რაოდენობით დღესაც ამაყობენ.

სმარტფონები წამში მილიარდობით ოპერაციას ასრულებენ და და ინახავენ იმდენ ინფორმაციას რამდენიც ძველი ეგვიპტის ბიბლიოთეკა. კონგრესის ბიბლიოთეკა 38 მილიონ წიგნს ითვლის, დღეს მთელი ეს ინფორმაცია 4-5 ხელისგულზე დასადებ მყარ დისკზე თავსდება რომელთა ჯამური ღირებულებაც 1000-1500 დოლარს შეადგენს. ტექნოლოგიებმა წიგნის საჭიროება გარკვეულწილად შეამცირეს. ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ინტერნეტში უფრო მარტივია, ვიდრე ენციკლოპედიის ტომებში, მაგრამ კომპიუტერს წიგნი მთლიანად არ ჩაუნაცვლებია, ისევე როგორც დამწერლობის გაჩენას არ დაუდუმებია ადამიანი და საბეჭდ მანქანას არ გაუქრია კალამი.


მაინც რომელ ქალაქში კითხულობენ ყველაზე მეტს? 2017 წელს ტოკიოს ბიბლიოთეკებმა ჯამში 112 მლნ წიგნი გასცეს. მას 86 მლნ-ით შანხაი მოსდევს სამეულ კი 56 მლნ-ით ნიუ-იორკი ასრულებს.



ეს რიცხვები მხოლოდ ბიბლიოთეკის მონაცემებს ასახავს და მასში წიგნის მაღაზიების სტატისტიკა არ შედის. გარდა ამისა კომპიუტერის ეკრანი ვერა, მაგრამ ნაბეჭდ წიგნს სერიოზულ კონკურენციას ნამდვილად უწევს ელექტრონული წიგნის წამკითხავი, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილია Amazon-ის Kindle. $119-იან მცირე ზომის  მოწყობილობაში რამდენიმე ათასი წიგნის ჩაწერაა შესაძლებელი, რომლებიც ნაბეჭდზე უფრო იაფია და ზოგჯერ სულაც უფასოდაცაახელმისაწვდომი.


მსგავს თემაზე:

წიგნიდან მიღებული ინფორმაციის გააზრება ელექტრონულ ფორმატზე მარტივია


ახალი წიგნების 50% ჩინეთსა და აშშ-ში იბეჭდება


ესტონეთში კითხვაზე დღეში 13 წუთს ხარჯავენ, საფრანგეთში 2 წუთს


ელექტრონული წიგნების გაყიდვები ტრადიციული ნაბეჭდი ვერსიისას აჭარბებს



სხვა სიახლეები