• Ƀ/$

ბაქო–თბილისი–ყარსზე გამავალი ტვირთების მოცულობა მილიონ ტონას აჭარბებს

26 აგვისტო 00:05, 2019 წელი | ეკონომიკა

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე ყოველთვიურად დაახლოებით მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდება.

ამის შესაზებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ სატრანსპორტო ბაზრიდან წყაროზე დაყრდნობით წერს.


სააგენტოს წყაროს თქმით, გადაზიდვების მოცულობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია და ეს ტენდენცია წლიდან წლამდე შენარჩუნდება.


გასული წლის ოქტომბრის ბოლოს საზეიმოდ გახსნილი სარგინიგზო მაგისტრალი საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის სამთავრობოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე აშენდა. საწყის ეტაპზე, მაგისტრალის სიმძლავრე წელიწადში 6,5 მლნ ტვირთისა და მილიონამდე მგზავრის გადაყვანას შეადგენს.


ბაქო–თბილისი–ყარსი მნიშვნელოვნად ამცირებს ტვირთების მიწოდების ვადებს ჩინეთიდან ევროპაში, რაც ამ მარშრუტს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.


მსგავს თემაზე:

აზერბაიჯანმა ირანს $500 მლნ ასესხა – ბაქო–თბილისი–ყარსის ალტერნატივისთვის


ავსტრიული ტვირთები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზაზე გაივლის


ბულგარეთი ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზას უმიზნებს


უზბეკეთის რკინიგზა ბაქო–თბილისი–ყარსით ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებზე გასვლას გეგმავს


ალიევი ბაქო–თბილისი–ყარსის მაგისტრალზე ტვირთბრუნვის მოცულობის მრავალჯერ გაზრდას ელოდება


თურქმენეთი ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ჩასართველად ემზადება


ბაქო–თბილისი–ყარსის სამგზავრო მატარებელი ტესტირებას საქართველოში გადის



სხვა სიახლეები