• Ƀ/$

აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომმის გამწვავებამ ტოკიოს ბირჟაზე აჟიოტაჟი გამოიწვია

26 აგვისტო 09:52, 2019 წელი | ეკონომიკა

ტოკიოს ბირჟაზე, რომელიც აზიაში უმსხვილესია, აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე დღე დიდი ვარდნით დაიწყო.

ადგილობრივი დროით 09:30 საათისთვის ქვეყნის საკვანძო ინდექსმა Nikkei, რომელიც იაპონიის წამყვანი 225 კომპანიის აქციების კურსს გამოსახავს, 2,08% დაკარგა და 20279,23 პუნქტამდე ჩამოქვეითდა.


სერიოზული ვარდნა განიცადა აშშ დოლარმაც, რომლის კურსი სავაჭრო სესიის დასაწყისშივე 1,42%–ით გაუფასურდა და ერთი დოლარის ფასი 105,12 იენის ნიშნულზე ფიქსირდება.


აშშ–ის მთავარმა ფინანსისტმა სტივენ მნუჩინმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს დიდი შვიდიანის (G7) სამიტზე ახლავს, კვირას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მყარ პოზიციაზეა ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების შემოღებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პრეზიდენტი ყველა ზომას განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს და ამერიკულ პროდუქციას გაზრდილი ტარიფით დაბეგრავს.


ამერიკის პრეზიდენტმა 1–ელ აგვისტოს განაცხადა, რომ 1–ლი სექტემბრიდან ჩინეთიდან იმპორტირებულ $300 მლრდ–ის ღირებულების პროდქციაზე დამატებით 10%–იან გადასახადს დააწესებს. საპასუხოდ პეკინში განაცხადეს, რომ ამერიკიდან იმპორტირებულ აგრარულ პროდუქციას დაბეგრავენ. 13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი ზოგიერთ ჩინურ პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის შემოღებას 15 დეკემბრამდე გადაავადებს.


აშშ და ჩინეთი რამდენიმე თვეა, ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავენ სავაჭრო საკითხებში არსებული უთანხმოების აღმოსაფხვრელად. ბოლო, მე–12 რაუნდი შანხაიში 30–31 ივლისს გაიმართა.


მსგავს თემაზე:

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ახალი ტალღა


სავაჭრო ომის არეალი შემცირდა. აშშ, კანადა და მექსიკა შეთანხმდნენ


აზიის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის მიუხედავად მდგრადია


სავაჭრო ომის განეიტრალების მოლოდინის ფონზე ნავთობი გაძვირდა


სავაჭრო ომი შესაძლოა დასრულდეს



სხვა სიახლეები