• Ƀ/$

Belavia საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

27 აგვისტო 10:58 | კომპანიები

ავიაკომპანია Belavia ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.

კერძოდ, მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე 2 სიხშირე (ოთხშაბათი და კვირა) მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაემატება. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 23 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში 9 სიხშირითშესრულდება. ავიარეისები  Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Belavia-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიენიჭა. სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია განიხილავს ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაშიგაზრდილის სიხშირით ოპერირების შესაძლებლობასაც.


 


 


სხვა სიახლეები