• Ƀ/$

საქსტატი: საქართველოს სასტუმროებში გაჩერებული ტურისტების 19,7% რუსებზე მოდიოდა

27 აგვისტო 11:59, 2019 წელი | ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით სქართველოში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით სასტუმროების რაოდენობა 2,8%-ით არის გაზრდილი, მათი მომსახურებით კი ჯამში 3 666 100-მა სტუმარმა ისარგებლა.

2018 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 541 ეკონომიკური სუბიექტი , რომლებიც ფლობდნენ 1 639 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის ანალოგიურ მონაცემს 2.8 %-ით აღემატება.


სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც მოიცავდა 2018 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 58.3 %-ს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის განაწილებას ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით.


2018 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3 666.1 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 8.4 %-ით აღემატება. სტუმართა 71.3%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 19.7% რუსეთის ფედერაციის მოქალაქები იყვნენ, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 29.4 %-ით აღემატება.



ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიისა (23.2%) და პოლონეთის (19.5%) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან
შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი თურქეთისა (20.9%) და ისრაელის (18.8%)
მოქალაქეებს ეკავათ.


სხვა სიახლეები