• Ƀ/$

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარაში 1მლრდ ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა

27 აგვისტო 16:24, 2019 წელი | ეკონომიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ახალი რეგულაციის შედეგად განახლებული საინვესტიციო პროექტებიმოინახულა.

თორნიკე რიჟვაძე  სამ   საინვესტიციო ობიექტზე იმყოფებოდა:  შპს “კროსვეისი” - რუმსი, შპს “GIMG" -  ე.წ „კემპინსკი“ და შპს „ტამ ჯეო“ -  ბაბილონ თაუერი.


როგორც ინვესტორები ამბობენ, ახალმა რეგულაციამ აჭარაში ბიზნეს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და ჯანსაღი გახადა.


აჭარის მთავრობის მიერ 1 წლის წინ ამოქმედებული რეგულაციის მთავარი პრინციპია - ბიზნესს მიეცეს  განვითარების ახალი შესაძლებლობა  და  შეფერხებული პროექტები საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში განაახლოს. ამავდროულად, განკარგულების თანახმად,  სახელმწიფო აზღვევს  თავის  საჯარო ინტერესს.


აღნიშნული რეგულაციის შედეგად, აჭარაში ბოლო 1 წლის განმავლობაში 30-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი განახლდა,რომელთა   ჯამური ღირებულება  დაახლოებით 1 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. 


აჭარის მთავრობის საინვესტიციო გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე,  განახლებული პროექტების გარდა, არანაკლებ 3 მლრდ ლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტების პორტფელი შეიქმნება.


 


სხვა სიახლეები