• Ƀ/$

ნათია თურნავა : ფრანგმა მეწარმეებმა საქართველოში ბიზნესის კეთების დიდი ინტერესი გამოხატეს

27 აგვისტო 17:54, 2019 წელი | ეკონომიკა

"ფრანგმა მეწარმეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში ბიზნესის კეთებისა და ქვეყანაში არსებული ახალი შესაძლებლობების ათვისების კუთხით",- ამის შესახებ ნათია თურნავამ ფრანგ მეწარმეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 


 


„ჩვენ დაინტერესებული ვართ, საქართველოში მეტი ფრანგი ინვესტორი შემოვიდეს და მეტი ფრანგული ბიზნესი იყოს წარმოდგენილი, ამიტომუმსხვილესი ფრანგული გაერთიანება MEDEF INთEღNAთIONAL -ის მიერ ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


ნათია თურნავა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანება MEDEF INTERNATIONAL-ის პრეზიდენტთან და ფრანგ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრას დასწრო.


შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ქართულმა მხარემ ფრანგული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით ახალი შესაძლებლობები გააცნო.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ფრანგმა მეწარმეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში ბიზნესის კეთების, ქვეყანაში პარტნიორების მოძიებისა და არსებული ახალი შესაძლებლობების ათვისების კუთხით.


„მათ შორის დაინტერესებული არიან საინჟინრო კომპანიები, რადგან ეს მიმართულება მაღალ დონეზეა განვითარებული საფრანგეთში. მათ აქვთსურვილი მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სექტორში. ასევე დაინტერესებული არიანმთის კურორტების განვითარებით, რადგან საფრანგეთში ამის უდიდესი კულტურა არსებობს და ჩვენ გავაცანით ის ახალი განვითარება, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, იგივე ზამთრის ჩემპიონატის კუთხით. ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურაზე, რაც უნდა აშენდეს და ისინი სიამოვნებით შემოვლენ ამ მიმართულებით და დაგვეხმარებიან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


 


სხვა სიახლეები