თუ ტესტირება წარმატებით ჩაივლის ეს სისტემა წარმოებაში მასობრივად დაინერგება. აღნიშნული სისტემა წინა, უკანა და გვერდითა კამერების საშუალებით, მძღოლს მანევრირებას გაუადვილებს.
Toyota-მ და Lexus ES-მა იაპონიაში გვერდითა კამერიანი მანქანების გაყიდვა გასულ წელს დაიწყო, ამას მოჰყვა Volkswagen, რომელმაც დეკემბერში ევროპაში გვერდითი სარკეების ნაცვლად Audi e-tron მოდელის კამერით აღჭურვილი ავტომობილები გაყიდვაში ჩაუშვა.
ტექნოლოგია უკვე გამოცდილია ევროპასა და იაპონიაში.
ოქტომბერში Tesla-მაც განაცხადა, რომ რვა გარე კამერა თავის Model S, Model X და Model 3 ავტომობილებზე დაამონტაჟა, რაც "მიმდებარე მანქანების 360-გრადუსიან ვიზუალიზაციას უზრუნველყოფს", თუმცა მანქანებს ჯერ კიდევ აქვთ ტრადიციული სარკეები.