• Ƀ/$

გიორგი ცუცქირიძე : აზიის განვითარების ბანკი ღიად უჭერს მხარს მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს

29 აგვისტო 11:46 | ანალიტიკა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთან გაფორმებული გრძელვადიანი სტრატეგია მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ღია მხარდაჭერაა.

"აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი გრძელვადიანი სტრატეგია დაამტკიცა, რაც 5 წელზეა გათვლილი და 2019-2023 წლებს მოიცავს. იგი სწრაფი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც დღემდე ჩვენი ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება.


აღსანიშნავია, რომ ADB-ის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული სუვერენული სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში $2 მლრდ-ს შეადგენს, რასაც სხვა პარტნიორებისგან თანადაფინანსების სახით მობილიზებული ფულადი სახსრებიც დაემატება. თანადაფინანსებაში კი მოიაზრება მთავრობის სამი მთავარი პროექტიც: აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება. ისე ცოტა ხნის წინ კობი-გუდაურის მაგისტრალის მშენებლობის პროექტი, ნაციონალურმა მოძრაობამ ახალ როკის გვირაბადაც კი მონათლა. ცალსახა შეფასებით- სამხედრო თვალსაზრისით საზიანოდ და მაღალი რისკის შემცველად, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით სულაც წამგებიანად. აქ როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია!


ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის სჭირდება შესაბამისი საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ანაკლიის პროექტიც, რომელიც იძლევა დიდ პერსპექტივებს ქვეყნის სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად გადაქცევისათვის, სწორედ ერთიანი ინფრასტრუქტურის ბაზისში უნდა განვიხილოთ.


მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და არჩეული ეკონომიკური სტრატეგიის ღია მხარდაჭერა. მართალია, ეს მხარდაჭერა ისედაც ასახული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, იბიარდის თუ წამყვანი სარეიტინგო კომპანიების ბოლოდროინდელ შეფასებებში, მაგრამ პროექტი უნდა ჩაითვალოს ბოლო ათწლეულში მეორე უმსხვილეს საერთაშორისო საინვესტიციო პროექტად, ენერგო კომპანია BP-ს მიერ 2014-2018 წლებში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის (SCP) შემდეგ, და ჯამში $2 მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდა, რაც ამ წლებში ეკონომიკური ზრდის მნიშნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო.


მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და არჩეული ეკონომიკური სტრატეგიის ღია მხარდაჭერა. მართალია, ეს მხარდაჭერა ისედაც ასახული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, იბიარდის თუ წამყვანი სარეიტინგო კომპანიების ბოლოდროინდელ შეფასებებში, მაგრამ პროექტი უნდა ჩაითვალოს ბოლო ათწლეულში მეორე უმსხვილეს საერთაშორისო საინვესტიციო პროექტად, ენერგო კომპანია BP-ს მიერ 2014-2018 წლებში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის (SCP) შემდეგ, როდესაც ჯამში $2მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდა, რაც ამ წლებში ეკონომიკური ზრდის მნიშნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო.


გარდა ამისა, ეს არის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს, როგორც რეგიონალური წამყვანი ცენტრის, მისი ბუნებრივი ისტორიული ფუნქციის გაძლიერების მიმართულებით. ერთის მხრივ, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების გახსნით და მეორეს მხრივ, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის დერეფნების გაზრდით -შავი ზღვისა და ევროპის მიმართულებით.


რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შიდა დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, შესაძლებელი გახდება ეკონომიკის დეცენტრალიზაცია, თბილისიდან ეკონომიკური აქტივობების სხვა ქალაქებში და პერიფერიულ ცენტრებში გადატანა, ბიზნესის, ლოგისტიკისა და ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ცენტრებად გადაქცევით.
შედეგად უკვე უახლოეს წლებში, ჩვენ მივიღებთ საწარმოო პოტენციალისა და შრომითი რესურსების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაბალანსებულ გადანაწილებას, რაც დღემდე რჩებოდა ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად. ამასთან, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დასაქმდება, რეგიონების განვიათარება, საშუალებას მოგვცემს შევანელოთ ქვეყნიდან შრომითი მიგრაცია, განსაკუთრებით შრომისუნარიანი მოსახლეობის და ახალგაზრდობის გადინების შემცირებით, რაც დემოგრაფიული თვალსაზრისითაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.


ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და რაც მთავარია უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად. ახალი 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს და გადამზიდავებს, რითაც ხელს შეუწყობს ამ მეტად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.


აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ტრანზიტის საერთო მოცულობამ 2015 წელს 1,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სატრანზიტო ვაჭრობის 12%-ია, მაშინ, როდესაც ტურიზმი ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტის დაახლოებით 7%-ია, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქალაქები – გუდაური და სტეფანწმინდა კი ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებებია. 
აღსაანიშნავია, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება $558.6 მლნ-ია და თანადაფინანსება $60 მლნ-ის ოდენობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და $83.6 მლნ-ის ოდენობით საქართველოს მთავრობისგან არის მოსალოდნელი. კავკასიის მთებში არსებული რთული რელიეფის გამო, საჭირო იქნება 5 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 11 კილომეტრს შეადგენს და ექვსი ხიდი, საერთო 1,6 კილომეტრი სიგრძით.
პროექტის ფარგლებში მეორე სტრატეგიული მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთია, რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს, ხოლო 2020 წელს ხაშურს უკვე ექნება შემოვლითი გზა. რიკოთის საუღელტეხილო გზა ჯამში 51 კმ-იანი მონაკვეთია, რომელიც არის ერთ-ერთი რთული მონაკვეთია. იგი მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს 4 ზოლიანი მაგისტრალის მოწყობას, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას შეამცირებს მანძილს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს რვა საათიდან, 4 საათამდე 
გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.


ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის, პროექტის ღირებულება რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის, 732 296 478 ლარია და სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ხორციელდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატში, საერთაშორისო ბანკების აქტიური ჩართულობით. ეს გარემოება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი ვერ მოძებნის პროექტიდან გასული ამერიკული "კონტის" ალტერნატივას, სახელმწიფომ კი არ უნდა ააშენოს პორტი, რაზეც არასწორი აქცენტირება ხდება, არამედ თავად უნდა შევიდეს 42 %-იან წილში და უნდა დაიქირაოს მშენებელი კომპანია, თუნდაც იგივე სქემით რაცაზიის განვითარების ბანკთან ხელმოწერილ ახალ სტრატეგიაშია. მით უმეტეს, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი ბანკია იმ 4 ბანკთაგან, რომლებიც კონსორციუმისათვის $400 მლნ-ის გამოყოფაზე სახელმწიფო გარანტიას ითხოვენ კომერციული რისკების დასაზღვევად",- აღნისნავს გიორგი ცუცქირიძე.


სხვა სიახლეები