• Ƀ/$

BMW-მ მსოფლიოში ყველაზე შავი მანქანა გამოუშვა

29 აგვისტო 16:15 | კომპანიები

ფრანკფურტის ავტოშოუზე BMW-მ მსოფლიოში ყველაზე შავი ავტომობილი Ventablack BMW X6 წარადგინა და მისი მასობრივი გამოშვება დააანონსა.

ეს არის პირველი ავტომანქანა, რომელიც Vetablack მასალით არის დაფარული და ზედაპირზე დაცემულ უმცირეს სინათელსაც კი შთანთქავს.


იდეას უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. მათი აზრით, ულტრაშავი ფერი და ფოტონის შთანმთქავი მასალა მძღოლებისთვის, ვიდეოკამერებისა და პოლიციის რადარებისთვის ღამით მისი აღქმის პრობლემას შექმნის.


ამ დროისთვის ასეთი მხოლოდ ერთი მოდელი არსებოს და ისიც გამოფენაზეა, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი მასობრივი წარმოება კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.


 


 


სხვა სიახლეები