სოფლის მეურნეობა
თხილი
რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხს ერთწლიანი კულტურებისა და თხილის მსხვილ მწარმოებლებს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“, - განაცხადა შამუგიამ.

1711543300

1710763935

საქართველოში უკანონო ნადირობის 700-მდე ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონი დასრულდა, თუმცა გასული წლების მსგავსად სექტორში გამოწვევები მრავლადაა, სამონადირეო მერნეობების ფინანსური პრობლემების გარდა, დარღვევების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ძირითადად აკრძალული იარაღით ან და აკრძალულ სახეობებზე ნადირობას, მომზიდავი ელექტონული მოწყობილობების გამოყენებას და სალიცენზიო პირობების დარღვევას უკავშირდება.საქართველოში სულ 13 სამონადირეო მეურნეობა არსებობს, ხოლო გასულ სეზონზე, უკანონო ნადირობის 700-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდა, დანარჩენი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აკრძალული იარაღით ნადირობის 344 ფაქტია გამოვლენილი.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკა, რომელიც 2023 წლის 19 აგვისტოდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასე გამოიყურება:🔵 სულ, სამართალდარღვევების რაოდენობა -  691🔵 უკანონო ნადირობა (სისხლის სამართალი)  - 4🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 344🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გარეშე - 214🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 10🔵 იმ სახეობაზე ნადირობა, რომელზეც აკრძალულია - 27🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 92🔵 ჩამორთმეული ე.წ. მანოკების რაოდენობა - 372🔵 ჩამორთმეული სანადირო თოფების რაოდენობა - 141გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე „ბიზნესპარტნიორთან”  აცხადებს, რომ დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახდენს კონტროლს და სამწუხაროდ სამართალდარღვევის ფაქტები საკმაოდ ხშირია.„დეპარტამენტმა გააძლიერა მუშაობა, არა მხოლოდ ადამიანური რესურსით, არამედ მონიტორინგის პროცესში სმარტ ტექნოლოგიების გამოყენებით. თუ გადავხედავთ, ძირითადად სამონადირეო მეურნეობები კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქარელსა და რაჭაშია. ამ ტერიტორიებზე თუ კარგად განვითარდება სამონადირეო ტურიზმი და სამონადირეო მეურნეობაშიც სწორად წარიმართება პროცესები, აქ განვითარებული ეკოტურიზმი საკმაოდ კარგი შემოსავლის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის”, -აცხადებს მაია ჩხობაძე.ცნობისთვის, სამონადირეო მეურნებაში დაშვებულია მხოლოდ ცხოველებზე ნადირობა, მის გარეთ კი გადამფრენ ფრინველზე, მონადირეს სეზონის მანძილზე მხოლოდ 10 ლარიანი ქვითრის შეძენა უწევს.სამონადირეო მეურნეობების შექმნის მიზანი გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა, გამრავლება, მათი საბინადრო პირობების უზრუნველყოფა და ორგანიზებული ნადირობის დაგეგმვაა.

1710313506

ხე-ტყის უკანონო ჭრისათვის სასჯელი გამკაცრდება - პრემიერი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების საჭიროებაზე

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება - ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 11 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ არის უფრო ნაკლები დანაშაული, თუ სხვა მძიმე დანაშაულებთან შევადარებთ."რამდენიმე ადამიანმა მომმართა მე პირადად ამ საკითხზე. იყო ინფორმაცია, რომ კონკრეტულ რეგიონებსა და ხეობებში იჭრება ტყეები. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ვერ ვიტყვი, რამდენად მართალია ეს ინფორმაციები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულების პრევენცია. მე მინდა, რომ [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის] სამინისტრომ და ძალოვნებმა შესაბამისი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს. ძალიან მძიმე დანაშაულია ხე-ტყის უკანონო მოპოვება. არა ნაკლებ მძიმე დანაშაულია, სხვა მძიმე დანაშაულებს, რომ შევადაროთ, იქიდან გამომდინარე რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის.აქედან გამომდინარე, უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ამ კანონპროექტზე მუშაობას დაუყოვნებლივ დავიწყებთ", - განაცხადა პრემიერმა.შეგახსენებთ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სასჯელი ბოლოს, 2018 წელს გამკაცრდა. მაშინ, ცვლილებები შევიდა როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსშიც. 

1709812585

საქართველოში ჭიაყელების ბიო-ფერმა ამოქმედდება - „მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“

„მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“ - როგორც კომპანია „მაკრო პრიმის“ დამფუძნებელი, გურამ გეჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და ის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს.გურამ გეჯაძე: წლიურად დაახლოებით 150 ტონა სასუქს ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. წელს მაგალითად, მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია, ამიტომ ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით არც კი მოიაზრება.სასუქის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მაღაზიებში - „კარფურში“, „გორგიაში“, „დომინოში“, ისე ფერმერებთან. 1 კილოგრამი მყარი სასუქი 1,2 ლარი ღირს, ხოლო თხევადი - 6 ლარი. მაღაზიებში კი ფასი განსხვავებულია. გურამ გეჯაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰყავს ჭიაყელების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სასუქის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ სამომავლოდ ჭიაყელების ბიო-ფერმის გაკეთებას გეგმავს.„ჭიაყელებით ცილის, პროტეინის წარმოება მოხდება, როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობაში. როგორც კი რაღაც მასშტაბზე გავალ, რომ გამოიხშიროს, ფერმას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს ის.ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება.„მაკრო პრიმმა“ წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.


სხვა სიახლეები
ევრო-24
„დღეში 70-80 პაკეტი იყიდება“ - რა ღირს 18 ივნისს დაგეგმილი მატჩისთვის გერმანიაში ფრენა და სასტუმროში განთავსება

26 მარტიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, მოქალაქეები ევრო-24-ზე დასასწრებ ტურისტულ პაკეტებს აქტიურად ყიდულობენ.პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ივნისს გამართავს და თურქეთს დაუპირისპირდება. როგორც „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „ნითა თრეველის“ დამფუძნებელი ნათია ნოზაძე აცხადებს, გერმანიის მიმართულებით ტურისტული პაკეტებზე მოთხოვნა რეკორდულ ნიშნულზეა. მისი თქმით, დღეში დაახლოებით 70-80 ტურისტული პაკეტი იყიდება.„26 მარტიდან ძალიან ბევრი წერილი და ზარი შემოდის, დავიწყეთ პაკეტების გაყიდვა ბილეთების გარეშე. ბილეთის ფასებთან დაკავშირებით საკითხზე ვმუშაობთ. ძალიან აქტიურად იყიდება ტურისტული პაკეტები. დღეში, ალბათ, 70-80 პაკეტამდე იყიდება. მოთხოვნა უფრო დიდია, სურვილიც აქვთ, მაგრამ ფასებიდან გამომდინარე ყველას არ შეუძლია პაკეტების შეძენა“, - განაცხადა ნათია ნოზაძემ. რაც შეეხება ფასს, როგორც „ნითა თრეველის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ტურისტული პაკეტის ფასი ბილეთის გარეშე 1 800 - ლარიდან იწყება. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ავიაკომპანიით სურს მგზავრს სარგებლობა.„17-20 ივნისი თბილისიდან ფრენა, სასტუმროში განთავსება 1800 ლარიდან, ფასი მოცემულია დღევანდელი დღის მოცემულობით და მზარდია. ეს ფასი არის თამაშზე დასასწრები ბილეთის გარეშე. განსხვავდება ფასი იმის მიხედვით, თუ რომელი ავიახაზებით გაემგზავრება, როგორი კატეგორიის სასტუმროში გაჩერდება და ა.შ.“, - აღნიშნა ნოზაძემ.შეგახსენებთ, საქართველო თურქეთის წინააღმდეგ თამაშს 18 ივნისს გამართავს, ჩეხეთს 22 ივნისს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალიას - 26 ივნისს.

საზოგადოება 1711697125

ეკონომიკა გაიზარდა
წელს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატის ავრცელებს.მათივე ცნობით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.    ავტორი:

ეკონომიკა 1711696721

OneRepublic
რა ღირს OneRepublic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები

OneRepublic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. Black Sea Arena-ს ცნობით, ბილეთები ვებ-გვერდზე TKT.ge და BSA.ge უკვე ხელმისაწვდომია. მათი ფასი კი, 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს პარტნიორობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს.„10 მაისს Black Sea Arena ამერიკულ ბენდს OneRepublic უმასპინძლებს. ალტერნატიული როკის და პოპ მუსიკის ესთეტიკით გაჯერებული კოლექტივის საქართველოში ვიზიტი რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა და ძალიან გვიხარია, რომ წელს შესაძლებლობა გვეძლევა მათ სრულყოფილად ვუმასპინძლოთ Starring Georgia-ს ფარგლებში.ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე TKT.ge და BSA.ge. მათი ფასი 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს პარტნიორობის ფარგლებში რამდენიმე ტიპის ფასდაკლება მოქმედებს: -20% ყველა კატეგორიის ბილეთზე „თიბისის“ Visa ბარათებით შეძენისას;-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე „თიბისის“ მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით შეძენისას;-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე „თიბისი კონცეპტის“ და WM-ის Visa ბარათებით შეძენისას;-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე "თიბისის" განაწილებით შეძენისას;- ფასდაკლება არ მოქმედებს BSA.ge-ზე შეძენის შემთხვევაში.ფასდაკლება იმოქმედებს 28 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეუძლია. TKT.ge-ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ, BSA.ge-ზე კი მხოლოდ Star Ring- ის კატეგორიის ბილეთები დაგხვდებათ. BSA.ge - ზე არ იმოქმედებს TBC VISA ფასდაკლება.One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 დისკოგრაფიაში მოხვდა.თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-ს 10 მაისს ეწვევა.უკვე მე-2 წელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით , Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. Starring Georgia-ს 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგა-ვარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: „Bruno Mars“, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საზოგადოება 1711696482

Moody’s-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
Moody’s-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურ სტატუსამდე გააუმჯობესა.Moody's-ის დასკვნა ეფუძნება ბოლო წლების განმავლობაში ბანკის მიერ განხორციელებულ პროგრესს. კერძოდ, ლიბერთიმ კოვიდ პერიოდის შემდეგ შეძლო სწრაფად აღედგინა და გაეზარდა მომგებიანობის მაჩვენებლები. იგივე პერიოდში განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტში (MSME) 1 მილიარდ ლარამდე პორტფელის დაკრედიტება.სააგენტო აღნიშნავს, რომ ლიბერთი ბანკის პროფილში არის მკაფიო დადებითი ტენდენციები ბიზნესმოდელის გაუმჯობესებისა და უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე, მიესალმებიან ბანკის დაფინანსების დივერსიფიკაციის დინამიკას და ეროვნული ბანკის რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას.Moody's-ის გადაწყვეტილება პერსპექტივის გაუმჯობესებაზე გულისხმობს, რომ სააგენტო იმედოვნებს ლიბერთი ბანკი შეძლებს ზრდისა და მომგებიანობის ტენდენციის შენარჩუნებას მომავალში.

ბიზნესი 1711695325

ვალუტის კურსი
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7084 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9112 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9337 ლარს შეადგენს.თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0834 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 მარტს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1711631635

გურია
გურიაში პირველი ეროვნული პარკი იქმნება - გარემოს დაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“.კანონპროექტის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობზე შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელსაც მიენიჭება გურიის ეროვნული პარკის სტატუსი.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის შექმნის პროცესში გურიის ტერიტორიაზე ჩატარდა შესაბამისი კვლევები და მოხდა იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დაცული ტერიტორიების - გურიის ეროვნული პარკის შექმნა. ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ეს იქნება პირველი ეროვნული პარკი გურიის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ტერიტორიის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას.მისივე განცხადებით, დაცული ტერიტორიის შექმნა არ შეუშლის ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობის განხორციელებას და ხელს შეუწყობს გურიის რეგიონის განვითარებას.„მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ არაერთი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხს დავუჭირეთ მხარი, რამაც საერთო ჯამში 13%-ით გაზარდა ამ ტერიტორიების საერთო ფართობი. ჩვენი ენდემური ბიომრავალფეროვნების დაცვის გარდა ეს ეხმარება რეგიონების განვითარებას და შეიტანს ეკონომიკაში მეტ წილს. რაც მთავარია, დაცული ტერიტორიების სიკეთე და სარგებელი კარგად გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.​კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

საზოგადოება 1711627173