• Ƀ/$

საკვები პროდუქტი 8%-ით გაძვირდა

3 სექტემბერი 12:02 | ფინანსები

ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა აგვისტოში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ისვე გადააჭარბა და 4.9%-ს მიაღწია. რაც შეეხება სამომხმარებლო ფასებს ერთთვიან ჭრილში ამ შემთხვევაში ზრდამ 0.8% შეადგინა. 

ინფლაციის განაკვეთზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების 8%-იანმა გაძვირებამ იქონია, რაც მასზე 2.38 პროცენტული პინქტით აისახა.


ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18.2 პროცენტი), თევზეული (16.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.5 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-3.4 პროცენტი).


მსგავს თემაზე:

ლარი ახალ ანტირეკორდს ხსნის


ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს აგვისტოშიც გადააჭარბა



სხვა სიახლეები