• Ƀ/$

ლარი მცირედით გამყარდა

4 სექტემბერი 17:15 | ფინანსები

4 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9660 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9683 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2668 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2464 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.04 თეთრი შეადგინა.


გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5220 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6153 ლარი
ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 სექტემბერიდან  შევა ძალაში.


სხვა სიახლეები