• Ƀ/$

კახეთში 10 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა

5 სექტემბერი 11:57 | ეკონომიკა

კახეთის რეგიონში 5 სექტემბრის დილის მონაცემებით, 10 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 3.6 ათას ტონამდე საფერავია, 2.4 ათასი ტონა რქაწითელი, 1.5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.


დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში  23 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში 160 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.


რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.


მსგავს თემაზე:

სამეგრელოში კოლხური მეღვინეობა-მევენახეობის რუკა შეიქმნა


7 თვეში ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა $114 მლნ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები