• Ƀ/$

Youtube ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო დაჯარიმდა

5 სექტემბერი 15:33 | კომპანიები

ამერიკის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ ბავშვების კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვების გამო YouTube $170 მლნ-ით დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

YouTube-ი  მშობლების ნებართვის გარეშე 13-წლამდე ბავშვების პირადი მონაცემებს აგროვებდა, რაც აშშ-ის 1998 წლის კანონს არღვევს. ინფორმაციას ვიდეო ქსელი ბავშვებისთვის რეკლამის შესარჩევად იყენებდა.


YouTube-ის მფლობელი კომპანია Google-ი ვაჭრობის ფედერალურ კომისიასთან შეთანხმებაზე წავიდა და თანხის მთლიანად გადახდას დათანხმდა. ამასთან, კომპანიაში პირობა დადეს, რომ ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით ზომებს მიიღებენ. 


სხვა სიახლეები