• Ƀ/$

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 28 წლიან მინიმუმამდე დაეცა

5 სექტემბერი 16:00 | ანალიტიკა

პლანეტის სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის ჩინეთის ზრდის ტემპი ვარდნას განაგრძობს. მეორე კვარტალში აღმოსავლეთის დრაკონის მშპ მხოლოდ 6.2%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 28 წლის მინიმალური მაჩვენებელია. 

რამ შეამცირა ზრდა? ჩინეთის რეალური ეკონომიკა ბოლო 28 წელიწადში 13-ჯერ გაიზარდა, 1978 წლის შემდეგ, რაც მაოს მმართველობა დასრულდა ჩინეთში რეცესია აღარ ყოფილა მათ შორის არც 1998 წლის აზიის კრიზისის დროს როდესაც კორეა, იაპონია, რუსეთი და აზიის სხვა დიდი ქვეყნები გამინუსდნენ და არც 2009 წელს როდესაც ევროპისა და ამერიკის ეკონომიკა შემცირდა. იგივე ბოლო 28 წელიწადში ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს 10-ჯერ მიაღწია. ყოველივე ეს არათუ გიგანტური ჩინეთისთვის პატარა სახელმწიფოსთვისაც კი ძალიან ძნელია. ზრდა რომ შენელდებოდა ეს ლოგიკურიც იყო, ინტრიგას მხოლოდ თარიღი წარმოადგენდა.


კლება რეალურად 2011 წლიდან დაიწყო. აქედან მოყოლებული ყოველ შემდგომ წელს ზრდის ტემპი წინა წლისას ჩამორჩებოდა. გამონაკლისი მხოლო 2017 იყო, როდესაც ჩინეთის ეკონომიკა 2016-ის მსგავსად 6.7%-ით გაიზარდა.



2018 წლიდან აშშ-ისთან სავაჭრო ომი ახალ ფაზაში შევიდა, რომელმაც შესაძლოა ტრამპის იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა მაგრამ არც უკვალოდ ჩაუვლია.


იმ შემთხვევაში თუ ჩინეთმა 6%-იზნი ზრდის ტემპი შეინარჩუნა აშშ-ის 2030 წელს გაუსწრებს, თუ ვერა ეს თარიღი კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიწევს.


მსგავს თემაზე:

ჩინეთი მზის ელექტროსადგურების სიმძლავრეს აორმაგებს


ტრანს–კასპიური გაზსადენის მშენებლობას ჩინეთმა მხარი დაუჭირა



სხვა სიახლეები