• Ƀ/$

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა განახევრდა

9 სექტემბერი 11:27 | ფინანსები

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში $187 მლნ შეადგინა, რაც 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7%-ით ნაკლებია. 

საქსტატის ცნობით შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.


თუ შარშან მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტორი $80 მლნ-ით აზერბაიჯანი იყო, წელს მან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილი კი $58 მლნ-ით ნიდერლანდებმა დაიკავა. სამეულში მეორე და მსეამე ადგილს შესბამისად 36 და 28 მლნ აშშ დოლარით თურქეთი და აშშ ინაწილებენ.


სექტორების მიხედვით $64 მლნ-ით პირველ ადგილზე ენერგეტიკაა, თუმცა გასული წლს ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც 37%-ითაა შემცირებული. $38 მლნ-ით მეორე ადგილს დამუშავებული მრეწველობა იკავებს, მესამეზე კი სასტუმროებისა და რესტორნების სფეროა, რაშიც $28 მლნ-ის ინვესტირება განხორციელდა.



მთლიანობაში წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $473 მლნ შეადგინა, რაც 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით $254 მლნ-ით ანუ 35%-ით ნაკლებია. ვარდნის ტემპი კიდევ უფრო დიდია - 41% 2017 წლის პირველ ნახევართან შედარებით.


მსგავს თემაზე:

საექსპორტო პროდუქციაში ნედლეული და რეექსპორტი დომინირებს


ინფლაციის განაკვეთმა მიზნობრივ მაჩვენებელს აგვისტოშიც გადააჭარბა



სხვა სიახლეები