• Ƀ/$

პრინცის გამინისტრებამ ნავთობი გააძვირა

9 სექტემბერი 11:59 | ეკონომიკა

ორშაბათის ვაჭრობები ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ზრდით დაიწყო. ბაზრის მონაწილეები საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის შეცვლაზე რეაგირებენ.

დასვენების დღეებში ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთში ენერგეტიკის მინისტრს ჰალიდ ალ–ფალიჰს თანამდებობა დაატოვებინეს. საუდიტების მეფემ ეს თანამდებობა თავის ერთ–ერთ შვილს გადაულოცა. ახალი მინისტრი პრინცი აბდელ აზიზ ბენ სალმან ალ საუდი გახდა. პრინცი წლების განმავლობაში OPEC-ში საუდის არაბეთის დელეგაციის წევრი იყო და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ნავთობის დარგში.


Brent-ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,97%–ით გაძვირდა და ბარელის ფასი $62,14–ს შეადგენს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე, ოქტომბერში მიწოდების პირობით, 1,15%–ით არის გაძვირებული და ბარელი $57,17 ღირს.


სხვა სიახლეები