• Ƀ/$

Mercedes ელექტრომობილებზე გადადის

10 სექტემბერი 15:24 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების ბაზარზე Mercedes დღემდე მხოლოდ სიმბოლურად იყო წარმოდგენილი. მაგრამ ვითარება ნელ-ნელა იცვლება ახალამ EQS-მა კონკურენცია პირდაპირ Tesla Model S-ს უნდა გაუწიოს.

ახალი ელექტრომობილის კონცეპტის მერსედესმა ფრანკფურტის ავტოშოუძე წარადგინა. მისი მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია, 100 კილოვატის სიმძლავრის ბატარეა 1 დამუხტვით 700 კილომეტრის გავლას უზრუნველყოფს, რაც საკმარისზე მეტია თბილისიდან ბათუმში ჩასასვლელად, ასევე ქუთაისში ჩასავლელად და უკან დასაბრუნებლად. მისი 80%-ით დასამუხტად საჭირო დრო 20 წუთს შეადგენს.


0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი მხოლოდ 4.5 წამია საჭირო, რაც სარბოლო მანქანისთვის ბევრია, მაგრამ კლასიკური ავტომობილისთვის იდეალური მაჩვენებელია.


კომპანიაში აცხადებენ რომ ახალ ტენოლოგიებს გამოიყენებენ როგორც ბატარეაში, ასევე სხვა სავალ ნაწილებში, მონაცემთა დაფაზე და სალონის ინტერიერშიც.


4000 ევროიანი სუბსიდიის მიუხედავად გერმანიაში ელექტრომობილების გაყიდვები პროგმოზს საგრძნობლად ჩამორჩება. თავდაპირველი გეგმის თანახმად ელექრომობილების რაოდენობას მილიონისთვის 2020 წელს უნდა მიეღწია. დღეს ამ თარიღმა 2 წლით 2022 წლისთვის გადაიწია. 


ელექტრომობილების ბაზარზე ამჟამად Nisan და Tesla დომინირებენ, თუმცა 20-იან წლებში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს


ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს


ირლანდიაში ელექტრომობილების გაყიდვები 541%-ით გაიზარდა


ეკონომიკის მინისტრმა ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლება დააანონსა



სხვა სიახლეები