• Ƀ/$

ბათუმი ელექტროავტობუსებს ყიდულობს

10 სექტემბერი 16:16 | ეკონომიკა

ელექტროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და კომპანია ,,ბელკომუნამაშს“ შორის 10 სექტემბერს გაფორმდება. 

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბელკომუნამაში“, სატენდერო პირობების თანახმად, 8 ერთეული ელექტროავტობუსის მოწოდებას უზრუნველყოფს.


სატენდერო თანხა 3.78 მლნ ევროს შეადგენს.


პროექტისათვის აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია.


ელექტროავტობუსების დაფინანსების კუთხით, პროექტი პირველია ფონდისათვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.


გასულ წელს ბათუმის ავტოპარკი 40 ავტობუსით განახლდა. ავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებისა ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.


მსგავს თემაზე:

თბილისის მერია 200-მდე 18-მეტრიან ელექტროავტობუსს შეიძენს


ელექტროავტობუსები ნავთობის დღე-ღამიურ მოხმარებას 279 000 ბარელით ამცირებენ


12.5 მლნ-იან შენჯენში მხოლოდ ელექტროავტობუსები მოძრაობენ


ელექტროავტობუსების რაოდენობით ჩინეთი აშშ-ს 1400-ჯერ ჯობნის


Mercedes ელექტრომობილებზე გადადის



სხვა სიახლეები