• Ƀ/$

კახეთში მოსახლეობა ყურძნის ფასს აპროტესტებს

11 სექტემბერი 12:26 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ახაშნის, ზეგაანისა და მუკუზნის მცხოვრებლები ყურძენზე ფასის გაზრდასა და ქარხნების დროულად გახსნას ითხოვენ.

მათი თქმით, ყურძენი ლპება და ქარხანა მიღებაზე უარს ამბობს. ფასი კი 70 თეთრია, რაც მათთვის მიუღებელია, რადგან როგორც ისინი ამბობენ, დანახარჯსაც კი ვერ ანაზღაურებს.


აქციის მონაწილეებთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ჩავიდა.


მისი ინფორმაციით, 12:00 სთ-ზე მევენახეებს გურჯაანის მერიაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის გუბერნატორი შეხვდებიან.


იმ შემთხვევაში, თუ მევენახეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.


მსგავს თემაზე:

კახეთში 10 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა



სხვა სიახლეები