• Ƀ/$

ევროპულმა სასამართლომ "გაზპრომს" OPAL-ის სრული გამოყენების უფლება ჩამოართვა

11 სექტემბერი 12:56 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პოლონეთის სარჩელი და უკანონოდ სცნო გადაწყვეტილება, რომლითაც თავის დროზე „გაზპრომს“ OPAL-ის გაზსადენი მილების სრულად გამოყენების უფლება მიეცა.

 


2016 წლამდე "გაზპრომს", ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის ანტიმონოპოლური მოთხოვნების შესაბამისად, OPAL- ის გამოყენება მხოლოდ 50%-ით შეეძლო.


ამის შემდეგ ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ გაზპრომის გარდა, ამ ზონაში ასეთი მოცულობის სხვა მომწოდებლები არ იყვნენ და მილები ნახევრად ცარიელი რჩებოდა.


2016 წელს, რუსულმა „გაზპრომმა“ OPAL– ის 80-90%-ით (ზოგიერთ შემთხვევაში კი 100%-ით) გამოყენების უფლება მიიღო.


10 სექტემბერს კი ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.


სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ „გაზპრომისთვის“ შეზღუდვების მოხსნისას არ გაითვალისწინა თუ რა შედეგი ექნებოდა ამას პოლონეთის ენერგო უსაფრთხოებაზე.


პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის კშიშტოფ ტხუჟევსკის განცხადებით, სასამართლომ "ვარშავის არგუმენტები გაიზიარა".


გაზპრომს ლუქსემბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


სხვა სიახლეები