• Ƀ/$

ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტს „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს

11 სექტემბერი 14:05 | ეკონომიკა

მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა. პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს. 

„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია - „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული  კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია. გამარჯვებული კომპანიაც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ.“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალქის მთავრობის სხდომაზე.


თბილისის მერმა აღნიშნულ პროექტზე მუშაობისთვის დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს - ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს მადლობა გადაუხადა. 


„დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ პროექტს განვახორციელებთ არა მხოლოდ გლდანის რაიონისთვის,  არამედ მთლიანად დედაქალაქისთვის. ახალი მიზიდულობის ცენტრი გვექნება, როგორც ამას წინასაარჩევნოდ დაგპირდით. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის განკუთვნილი სივრცე იქნება. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო. ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომა და კონცეფცია ძალიან კარგად იყო შემუშავებული“, - განაცხადა თბილის მერმა.


მსგავს თემაზე:

გლდანი და თემქა ერთმანეთს შესაძლოა საბაგირო ხაზით დაუკავშირდეს


თბილისის მერია ბუნებრივ გაზზე მომუშავე 110 ახალ ავტობუსს შეიძენს



სხვა სიახლეები