• Ƀ/$

ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

11 სექტემბერი 15:15 | ეკონომიკა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე გამარჯვებული გამოავლინა. 

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12.8 მილიონი ლარია. 


სამუშაოები ითვალისწინებს 20 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, წყალამრიდი მილების, გაბიონის, საყრდენი კედლის, მიერთებების, ეზოში შესასვლელების და ფოლადის თვალამრიდების მოწყობას.


ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხაწყაროს არსებული გზა გრუნტის იყო, რის გამოც მოსახლეობას და დამსვენებელს გადაადგილება ძალიან უჭირდა. განსაკუთრებით გადაადგილება რთულდებოდა წვიმის დროს, რადგან სანიაღვრეები არ არსებობდა და პირდაპირ გზაზე მიედინებოდა წყალი.


მსგავს თემაზე:

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას ADB $415 მლნ-ით დააფინანსებს


ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია


თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იანი გზის რეაბილიტაციაზე 19 მლნ ლარი დაიხარჯება


ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება



სხვა სიახლეები