• Ƀ/$

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 11%-ით შემცირდა

12 სექტემბერი 12:45 | ეკონომიკა

საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში  2019 წლის აგვისტოში 583 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება 2019 წლის  8 თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3.64 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 8 %-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.


აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგვისტოში 14%-იან ზრდას და შესაბამისად 749 ათას მგავრს ელოდა, თუმცა უწყების მოლოდინი არ გამართლდა.


დეტალური სტატისტიკა ასეთია:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:


2019 წლის  აგვისტო -  397 045 მგზავრი (კლება 14 %)


2019 წლის იანვარ-აგვისტო - 2 651 918 მგზავრი (ზრდა 3%)        


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:


2019 წლის  აგვისტო - 96 474 მგზავრი (კლება 20%)


2019 წლის იანვარ-აგვისტო  - 444 310 მგზავრი (ზრდა  5%)


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:


2019 წლის  აგვისტო - 88 138 მგზავრი (ზრდა 22%)


2019 წლის იანვარ-აგვისტო - 538 234 მგზავრი (ზრდა 41 %)


მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები:


2019 წლის იანვარ-აგვისტო  - ჯამურად 6361 მგზავრი (ზრდა  16%)


მსგავს თემაზე:

სამოქალაქო თვითმფრინავის მომავალი, როგორი იქნება ის 20 და 50 წლის შემდეგ


სტამბოლის ახალი აეროპორტი საწვავით, საქართველოს გავლით მომარაგდება


Airbus-მა მომავლის თვითმფრინავი წარმოადგინა


ქუთაისის აეროპორტს კრაკოვის რეისი დაემატა



სხვა სიახლეები