რომის და მილანის შემდეგ ქალაქი ბარი იტალიის რიგით მესამე მიმართულებაა, სადაც ფრენებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანი Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს. ნოემბრიდან კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს იტალიის კიდევ ერთ ქალაქში - ბოლონიაში ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air და Ryanair იფრენენ.
10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით დაიწყო ფრების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.
მსგავს თემაზე:
ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული ფრენები ნიდერლანდების მიმართულებითაც დაიწყო
ქუთაისიდან ბრიუსელის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო