რეაბილიტირებული მონაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება მდ. მაშავერას ხეობაში, გადის სოფლებს: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი და კაზრეთის გადასახვევზე სრულდება.
პროექტის შესაბამისად გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა: დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა არსებული ხიდი; მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები; ასევე, მოეწყო ავტოპავილიონი და ავტობუსის გაჩერებები; განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6.76 მლნ ლარია.
მსგავს თემაზე:
ბოლნისსა და დმანისში 7 სოფელი გაზიფიცირდა
დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებს „ბოლნისი“ დაემატა