• Ƀ/$

ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

13 სექტემბერი 11:21, 2019 წელი | ეკონომიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანი ვაშინგტონთან მოსალაპარაკებლად მზადაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოფიციალური თეირანი ვაშინგტონთან მოსალაპარაკებლად მზადაა.„ირანს სურს შეხვედრები“, - განაცხადა ტრამპმა.


ოთხშაბათს, 11 სექტემბერს, სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპმა თეთრ სახლში ანტი-ირანული სანქციების შემსუბუქების საკითხი განიხილა. ამავე სააგენტოს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომლები უკვე ამზადებენ შესაბამის პირობებს ნიუ-იორკში, აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტების შესახვედრად.


ტრამპის პოზიციის შერბილებაზე ნავთობის მსოფლიო ბაზარს მყისიერი რეაქცია ჰქონდა და გუშინდელ ვაჭრობებზე "შავმა ოქრომ" ფასში თითქმის 4% დაკარგა.


დონალდ ტრამპმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლებიდან ამჟამინდელი ლიდერების ჩამოშორება მის მიზანს არ წარმოადგენს.


მსგავს თემაზე:

ტრამპის დამშვიდებამ ნავთობის ფასი დააგდო



სხვა სიახლეები