8 თვეში ექსპორტი 12.4%-ით $2.412 მლრდ-მდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.4%-ით $5.715 მლრდ-მდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა სავაჭრო ბრუნვის 40.6% - $3.303 მლრდ შეადგინა.
უშუალოდ აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით $309 მლნ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 3.5%-ით $745 მლნ-მდე შემცირდა.
საგარეო ვაჭრობის 8 თვის სტატისტიკის დეტალურ მაჩვენებლებს საქსტატი 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
მსგავს თემაზე:
საექსპორტო პროდუქციაში ნედლეული და რეექსპორტი დომინირებს