• Ƀ/$

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა დაფინანსების თაობაზე შეთანხმებები 15 ოქტომბრამდე უნდა წარადგინოს

13 სექტემბერი 12:28, 2019 წელი | ეკონომიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ.

მისივე თქმით, კონსორციუმმა 15 ოქტომბერს უნდა წარმოადგინოს ბანკებთან მიღწეული შეთანხმებები თანხის გამოყოფაზე, ასევე შეთანხმებები საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე.


„კონსორციუმთან გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა, ყოველკვირეული, ყოველდღიური, მე პირადად მქონდა შეხვედრა გუშინწინ. ეს არის სამუშაო პროცესი, რომელშიც ჩართულები ვართ.მათ შორის არის ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, როგორიც არის მაგალითად ის, რომ სამშენებლო კონტრაქტორები ჰყავს შერჩეული კონსორციუმს და შესაბამისად ხდება ამ სამშენებლო კონტრაქტორის ჩვენთან შეთანხმება. კვლავ ვმუშაობთ ბანკებთან და კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების ცვლილებების პრობლემებზე. ამასთან, გვქონდა რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთანაც შეხვედრა კონსორციუმთან ერთად.


ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აქვს ხელშეკრულებით დადგენილი ვადები. ერთ-ერთი უახლოესი ვადაა 15 ოქტომბერი, როდესაც კონსორციუმმა უნდა წარმოგვიდგინოს წინასწარი შეთანხმებები, პრაქტიკულად საბოლოო შეთანხმება ბანკებსა და კონსორციუმს შორის. 15 ოქტომბერს მათ უნდა წარმოადგინონ როგორც ბანკებთან შეთანხმებები თანხის გამოყოფის თაობაზე, ასევე საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილზე. კაპიტალის შევსების ნაწილზე კოსნორციუმი აგრძელებს მუშაობას. ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორთან გვქონდა შეხვედრა, სადაც კონსორციუმმა გვთხოვა, მივაწოდოთ ინფორმაცია შესაძლო ინვესტორს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მეტი სიახლე არ გვაქვს, ჯერ კიდევ ველოდებით კონტი ჯგუფის ჩანაცვლებას. ჯერ კიდევ ველოდებით კონსორციუმისგან იმ საერთო საფინანსო ჩარჩოს,საბოლოო შეთანხმებებს, რომლებიც მათ ეხებათ“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მსგავს თემაზე:

მეთიუ ბრაიზა: ანაკლიის პორტი საქართველოზე რუსეთის ეკონომიკურ ზეგავლენას შეამცირებს


გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პორტის წარმატებულად განხორციელებისათვის



სხვა სიახლეები