• Ƀ/$

ოფიციალური ერევნის კომენტარი აზერბაიჯანის „კუხოს“ დამკვირვებლის სტატუსთან დაკავშირებით

13 სექტემბერი 17:13 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სომხეთის საგარეო უწყების პრეს-მდივნის ანა ნაგდალიანის თქმით, ერევნის თანხმობის გარეშე აზერბაიჯანის მიერ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ დამკვირვებლის სტატუსის მიღება, მხოლოდ მოსაზრებად დარჩება.

აღნიშნული ნაგდალიანის პასუხი იყო რუსეთის ვიცე-პრემიერის იური ბორისოვის განცხადებაზე, რომლის თანახმად, „კუხო“ მზადაა ითანამშრომლობს საბჭოთა კავშირის ყოფილ ნებისმიერ რესპუბლიკასთან, მათ შორის აზერბაიჯანთან.


„ჩვენ ვნახეთ კომენტარები „კუხოს“ სტატუსთან და პარტნიორობასთან დაკავშირებით. საჭიროა ცალსახად დაფიქსირდეს, რომ არსებობს ორგანიზაციის წესდება, სადაც მითითებულია კონკრეტული მოთხოვნები პარტნიორობასთან და წევრობასთან დაკავშირებით. სომხეთის თანხმობის გარეშე, ნებისმიერი აზრი ან კომენტარი დარჩება მხოლოდ მოსაზრებად“, - განაცხადა ნაგდალიანმა.


მისი სიტყვებით, დამკვირვებელს უნდა გააჩნდეს დიპლომატიური ურთიერთობები „კუხოს“ ყველა წევრთან.


სხვა სიახლეები