• Ƀ/$

აშშ–ის ბიუჯეტის დეფიციტმა ტრილიონს გადააჭარბა

14 სექტემბერი 08:42 | ფინანსები

აშშ–ის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად $1 ტრილიონს გადააჭარბა.

2018 წლის ოქტომბრიდან აგვისტოს ბოლომდე ბიუჯეტის დეფიციტი, წლიურ გამოსახულებაში, 19%–ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ–ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების მონაცემებით, მიმდინარე საფინანსო წელს, რომელიც 30 ოქტომბერს იწურება, შემოსავლები 3%–ით გაიზარდა და $3 ტრლნ–ს გადააჭარბა. იგივე პერიოდში ხარჯებმა $4,15 ტრლნ შეადგინა.


აშშ–ის ბიუჯეტმა გიგანტური შემოსავალი მიიღო საბაჟო მოსაკრებლის გაზრდით. ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ომის შედეგად აშშ–მა ხაზინა $66 მლრდ–ით შეავსო (+73%). მიუხედავად ამისა, ექსპერტები შიშობენ, რომ 2020 წლის ბოლოსთვის აშშ–ის ეკონომიკა კრიზისის ფაზაში შევა.


სხვა სიახლეები