• Ƀ/$

14 სექტემბრის მონაცემებით კახეთში 37 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული

14 სექტემბერი 15:16 | კომპანიები

კახეთის რეგიონში რთველი 2019-ის დაწყებიდან 14 სექტემბრამდე ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

14 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 21 ათასი ტონა რქაწითელი, 11 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.


გასული დღეღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 50-მდე ღვინის საწარმომ 7 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა, რაც მიანიშნებს რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია. ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 50-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.


რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ჩაერთვებიან.


წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.


მსგავს თემაზე:

კახეთში 250 ათასი ტონის ყურძნის მოსავალს ელიან



სხვა სიახლეები