• Ƀ/$

მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

15 სექტემბერი 14:46 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის  მოედანი, სარწყავი სისტემა, განათება და  სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ამასთან, აღნიშნული ტერიტორია გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. უმოკლეს დროში სკვერთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დაიწყება.


სამუშაოები,  გლდანის რაიონის გამგეობის  დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პე-ბე“- მ  განახორციელა. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 221 813 ლარი დაიხარჯა.


მსგავს თემაზე:

გლდანის პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დააზიანეს


მთაწმინდაზე ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა



სხვა სიახლეები