• Ƀ/$

ელექტროენერგიის ექსპორტი 2.45-ჯერ შემცირდა

16 სექტემბერი 12:19 | ეკონომიკა

ელექტროენერგიის გამომუშავება აგვისტოში 3.5%-ით მოხმარება კი 5.5%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ესკო ავრცელებს.

სულ იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 8.319 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 313 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აგვისტომდე მთელი 7 თვე გამომუშავება წინა წლის მაჩვენებელს ჩამორჩებოდა, რამაც ჯამში 3.5%-იანი კლება გამოიწვია.


ვარდნის ძირითადი მიზეზი ჰესების შემცირებული წარმადობაა. მართლაია აგვისტოში ზრდა ჰესების შემთხვევაშიც ფიქსირდება, მაგრამ საერთო ჯამში მათ 721 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები ენერგია გამოიმუშავეს რაც 10.5%-იანი ვარდნაა.


ჰესების გამომუშავების კლება ნაწილობრივ თბოსადგურებით დაბალანსდა და მათმიერ წარმოებული ელექტროენერგია 8 თვეში 404 მლნ კვტ/სთ-ით - 35%-ით გაიზარდა.


8 თვეში მომხმარებელზე მიწოდება 185 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა, რის გამოც საჭირო გახდა იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდაც. თუ 2018 წლის იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის იმორტი 694 მლნ კვტ/სთ-ის შეადგენდა, წელს ის 835 მლნ კვტ/სთ-მდეა გაზრდილი. 2.45-ჯერ 588 მლნ-დან 240 მლნ კვტ/სთ-მდეა შემცირებული.


ფულად გამოხატულებაში 7 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტი $19.9 მლნ-დან $9 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო იმპორტი $31 მლნ-დან $32.5 მლნ-მდე გაიზარდა.


მსგავს თემაზე:

სემეკში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამჟამად არ მიმდინარეობს



სხვა სიახლეები