• Ƀ/$

საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ნავთობი 20%–ით გაძვირდა

16 სექტემბერი 15:31, 2019 წელი | ეკონომიკა

საუდის არაბეთის ნავთობ-ინფრასტრუქტურაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, დღეს, 16 სექტემბერს, ნავთობის ფასებმა თითქმის 20%-ით მოიმატა და რეკორდული დღიური ზრდა დაფიქსირდა 1991 წელს მომხდარი სპარსეთის ყურის ომის შემდეგ.

ზრდის სწრაფი ტემპი შეანელა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით, შეერთებული შტატები მზადაა ქვეყნის სტრატეგიული რეზერვები გამოყენებულ იქნას ნავთობის მიწოდების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


კვირას, 15 სექტემბერს, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა მოახდინოს საპასუხო რეაგირება საუდის არაბეთის ნავთობ-ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმაზე. ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარში ირანის კვალს ხედავენ, რასაც ოფიციალური თეირანი კატეგორიულად უარჰყოფს.


მსგავს თემაზე:

იემენელი ჰუთიები საუდის არაბეთს კვლავ ემუქრებიან


ექსპერტი საწვავის ფასზე ნეგატიური პროგნოზის გაკეთებას არასწორად მიიჩნევს



სხვა სიახლეები