• Ƀ/$

2050 წლისათვის სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა ზოგიერთ ქვეყანაში 90 წელს გადააჭარბებს

17 სექტემბერი 15:11 | ანალიტიკა

ახალი წელთაღრიცხვის დაწყებიდან 1800 წლამდე მსოფლიო მოსახლეობა მხოლოდ 5-ჯერ 200 მლნ-დან 1 მლრდ-მდე გაიზარდა. სულ რაღაც 2 საუკუნეშიკი დამატებით 7.7-ჯერ.

დრამატული ზრდის უმთავრესი მიზეზი სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობის ზრდაა, რაც თავის მხრივ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებითა და სამედიცინო მიღწევებითაა განპირობებული.


XIX საუკუნემდე სიცოცხლის საშუალოხანგძლივობა 40 წელს არ აღემატებოდა და მთელ რიგ ქვეყნებში უფრო ნაკლებიც იყო. 1960 წელს მსოფლიოში საშუალო სიცოცხლის ხანგძლივობამ 52.5 წელს მიაღწია, დღეს კი ის 20 წლით მეტია და 72.5 წელს შეადგენს.


20 წლის წინ სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 80 წელს არც ერთ ქვეყანაში არ აღემატებოდა, დღეს ასეთი უკვე 28 სახელმწიფოა, თუმცა თუ ბოლო ნახევარ საუკუნეში განვითარებულ ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი 10-12 წელს შეადგენს, განვითარებადში ის 25-30 წელიწადსაც აღემატება. თუ ამ პერიოდში აზიაში მოსახლეობა 200%-ით გაიზარდა, ევროპაში ზრდის ტემპმა 50%-საც ვერ მიაღწია, აფრიკაში კი 400%-ს გადააჭარბა.


1800 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 95%-ს აღწევდა, 1980 წელს ჯერ კიდევ 42%-ს დღეს კი 10%-ს ჩამოსცდა. ამის მიუხედავად შიმიშილით, არასრულფასოვანი კვებითა და დაბინძურებული წყლით ყოველწლიურად სხვადასხვა მონაცემებით 7-დან 8 მილიონამდე ადამიანი იღუპება.


2050 წლისთვის ნავარაუდევია, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა მსოფლიო მასშტაბით 80 წელს, განვითარებული ქვეყნების ნაწილში კი 90 წელსაც გადააჭარბებს.


მსგავს თემაზე:

2050 წელს ქალაქებში დღევანდელზე 3 მილიარდით მეტი ადამიანი იცხოვრებს


მაგნიტური ველი - კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა სიცოცხლის არსებობისთვის



სხვა სიახლეები