• Ƀ/$

სავალუტო ფონდის ყოფილი შეფი ევროკავშირის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად აირჩიეს

17 სექტემბერი 17:04 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფლი ხელმძღვანელი კრისტინ ლეგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ დაიკავებს. მის კანდიდატურას სტრასბურგში ჩატარებულ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დაუჭირეს მხარი.

ხმის მიცემის პროცედურა ფარულად განხორციელდა. ლეგარდს მხარი 394–მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ წავიდა 206, ხოლო 49-მ თავი შეიკავა.


საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, ოქტომბრის სამიტზე, ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებს, ევროპარლამენტთან და ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ.


ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 8 წელს მოიცავს, გახანგრძლივების გარეშე.


ლეგარდმა 16 ივლისს დატოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პოსტი, სადაც 8 წელი მუშაობდა. იგი ბულგარელმა ეკონომისტმა, კრისტალინა გეორგიაევმა შეცვალა.


სხვა სიახლეები