ამის შესახებ ინფორმაციას საუდიტური სააგენტო (Saudi Press Agency), ქვეყნის თავდაცვის უწყებაში თათვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კოალიციის სტრუქტურა ჰორმუზის და ბაბ-ელ-მანდების სრუტეების, ასევე ომანის და სპარსეთის ყურეების უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული.
ალიანსის მიზანია ამ რეგიონში მცურავი ხომალდების უსაფრთხოება, საერთაშორისო ვაჭრობის უზრუნველყოფა და კოალიციის წევრი-სახელმწიფოების ინტერესების დაცვა.
ოფიციალური ერ-რიადის ფუნქციები მოიცავს „საზღვაო გადაზიდვებისა და გლობალური ვაჭრობის მხარდაჭერასა და არსებული საფრთხეების შეკავებას“. დამატებით, სამეფო აპირებს უზრულველყოს „გლობალური ეკონომიკური უსაფრთხოება“ და „ენერგო-პროდუქტების უწყვეტი შემოდინება გლობალურ ეკონომიკაში“.
ამჟამად კოალიციაში ჩართულნი არიან აშშ, ავსტრალია, ბაჰრეინი და დიდი ბრიტანეთი.
მსგავს თემაზე:
იემენელი ჰუთიები საუდის არაბეთს კვლავ ემუქრებიან
საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ნავთობი 20%–ით გაძვირდა