• Ƀ/$

ტრამპმა ირანს სანქციები გაუმკაცრა

18 სექტემბერი 17:42 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაცრების განკარგულება გასცა.

ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი ტვიტერზე წერს: „მე ფინანსთა მინისტრს დავავალე, მნიშვნელოვნად გაზარდოს ირანის წინააღმდეგ სანქციები“.



მანამდე თეთრმა სახლმა ირანი საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშში დაადანაშაულა, რამაც „შავი ოქროს“ მკვეთრი გაძვირება გამოიწვია. ოფიციალური თეირანი კატეგორიულად უარყოფს ამერიკელების ბრალდებებს.


სხვა სიახლეები