• Ƀ/$

ტრამპმა ბოლტონის შემცვლელი დაასახელა

18 სექტემბერი 18:01 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ–ის მრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენი გახდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა.

მისივე თქმით, მანამდე ობრაიენი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო მძევლების საკითხებში და სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა.


„სიხარულით ვაცხადებ, რომ რობერტ ობრაიენს ვირჩევ“, – წერს ტრამპი.


პრეზიდენტის თქმით, ობრაიენი იმიტომ აირჩია, რომ უკვე ჰქონია თანამშრომლობა და მან დიდი შთაბეჭდილება დატოვა.


დონალდ ტრამპმა ეროვნული უსსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობიდან ჯონ ბოლტონი გასულ კვირაში გადააყენა.


მსგავს თემაზე:

დონალდ ტრამპი ბოლტონის შემცვლელს თავის გარემოცვაში ეძებს



სხვა სიახლეები